"ვესაუბრე ვიდეოს ავტორს... მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, თავად იღებდა ვიდეოს... საყურადღებოა გურამ დადიანიძის ტონი" - ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"ვესაუბრე ვიდეოს ავტორს... მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, თავად იღებდა ვიდეოს... საყურადღებოა გურამ დადიანიძის ტონი" - ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს

უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ამ­ბავს, რო­მე­ლიც 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს ეხე­ბა. 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

გუ­რა­მი მლე­თა­ში მე­გო­ბა­რი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს გაჰ­ყვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, 13 ადა­მი­ა­ნი, თბი­ლის­ში ისე დაბ­რუნ­და, რომ არც ერთ მათ­განს არ აქვს პა­სუ­ხი, სად გაქ­რა მათი მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი და რა­ტომ არ დაბ­რუნ­და მათ­თან ერ­თად.გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და წარ­წე­რით: "მე­გობ­რე­ბო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ლო­მი­სა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მკვეთ­რად ის­მის სა­ვა­რა­უ­დოდ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ (გუ­რი­კა) და­დი­ა­ნი­ძის გან­წი­რუ­ლი ხმა: „წა­მო­დი, ბიჭო“, „კახა“, „არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი“. ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად ვი­დეო გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე."

და­დი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ამ თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ დე­დამ ვი­დე­ო­ში შვი­ლის ხმა ამო­იც­ნო. ის ასე­ვე ამ­ბობს, რომ ესა­უბ­რა ვი­დე­ოს ავ­ტორს:

"მე პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე ვი­დე­ოს ავ­ტორს, მქონ­და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, ვე­ლო­დე­ბი კი­დევ სხვა ვი­დე­ო­ებს, წი­ნას­წარ, რა თქმა უნდა, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ, თუმ­ცა, რო­გორც კი რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა,ისე რომ, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი არ და­ვა­ზი­ა­ნო, მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩა­ვა­ყე­ნებ საქ­მის კურ­სში.

განაგრძეთ კითხვა