"მარტო როცა ვარ, ხშირად ველაპარაკები, ვიცი, რომ მისმენს, ვფიქრობ, თავზე მადგას და მეფერება...“ - გიორგი კეკელიძე გმირი ანწუხელიძის გამზრდელი მამიდის ემოციურ მონათხრობს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"მარტო როცა ვარ, ხშირად ველაპარაკები, ვიცი, რომ მისმენს, ვფიქრობ, თავზე მადგას და მეფერება...“ - გიორგი კეკელიძე გმირი ანწუხელიძის გამზრდელი მამიდის ემოციურ მონათხრობს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მა­მი­და, ეთერ ან­წუ­ხე­ლი­ძე, მწე­რალ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან სა­უ­ბარ­ში ძმის­შვი­ლის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ მო­გო­ნე­ბებს იხ­სე­ნებს.

მისი მო­ნა­თხრო­ბი კე­კე­ლი­ძის ახალ წიგნ­ში – "ან­წუ­ხე­ლი­ძე“ – შევა.მწე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ეთერ ან­წუ­ხე­ლი­ძე „სა­ო­ცა­რი ქა­ლია, დიდი ამ­ბე­ბის მცოდ­ნე და გა­დამ­ტა­ნი“, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ძმის­შვილს ესა­უბ­რე­ბა.

"ეს გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის გამ­ზრდე­ლი მა­მი­დაა – ეთერ ან­წუ­ხე­ლი­ძე. სა­ო­ცა­რი ქალი, დიდი ამ­ბე­ბის მცოდ­ნე და გა­დამ­ტა­ნი. ყო­ველ­დღე გი­ორ­გის ელა­პა­რა­კე­ბა. სა­კუ­თა­რია ასე­თი ლა­პა­რა­კი და არც მი­კი­თხავს, რას. ერ­თმა­ნეთს კი ორი სა­ა­თი ვე­ლა­პა­რა­კეთ, ჩემი მო­მა­ვა­ლი წიგ­ნის­თვის – „ან­წუ­ხე­ლი­ძე“. წი­ნაპ­რე­ბის ისე­თი ის­ტო­რი­ე­ბი მო­ი­გო­ნა, ბა­რემ სამ რო­მანს რომ ეყო­ფა. და კი­დევ ბევ­რი რამ“, – წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

ეთერ ან­წუ­ხე­ლი­ძე იხ­სე­ნებს იმ უმ­ძი­მეს დღე­საც, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­ვე­ლად ნახა ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის კად­რე­ბი. "მე­ზობ­ლებ­ში ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რი ხომ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო. იქ ვი­ყა­ვით და გა­მოჩ­ნდა… მხო­ლოდ ის და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ეხ­ვე­ოდ­ნენ სვა­ვე­ბი­ვით, სხვა არა­ფე­რი მახ­სოვს. მარ­ტო როცა ვარ, ხში­რად ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, დღე არ გავა, არ და­ვე­ლა­პა­რა­კო. ვიცი, რომ მის­მენს, მი­ყუ­რებს. ვფიქ­რობ, რომ თავ­ზე მად­გას და მე­ფე­რე­ბა, ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს. სხვებს ხომ არ ვაჩ­ვე­ნებ ცრემ­ლებს, სხვა ვინ მყავს აქ. სულ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, თუ რა მი­ჭირს. ამა­სო­ბა­ში ჩემი წას­ვლის დროც მოვა ხოლ­მე სა­ღა­მოს. რომ გა­ვალ და აღარ შე­მიძ­ლია, ხან ძმას ვნატ­რუ­ლობ, ხან კი­დევ ძმიშ­ვილს“, – ამ­ბობს ეთერ ან­წუ­ხე­ლი­ძე.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო