"ვიდეოს ნახვა ჩემთვის იყო სიკვდილი - ისეთი ხმა აქვს, თითქოს ეხვეწება, ცუდად არის" - 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის დედა გავრცელებულ ვიდეოზე პირველ კომენტარს აკეთებს
12 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭის, გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი "TV პირველთან" საუბრობს გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც მკვეთრად ისმის სავარაუდოდ დაკარგული გურამ (გურიკა) დადიანიძის განწირული ხმა: „წამოდი, ბიჭო“, „კახა“, „არ მიმატოვო, გეხვეწები“.
გურამ დადიანიძის დედა აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერის ნახვა მისთვის უმძიმესი აღმოჩნდა.მისი თქმით, თუ ვინმემ რაიმე ინფორმაცია იცის მისი შვილის შესახებ და დღემდე არ ამხელს, მისთვის გაუგებარია, როგორ შეუძლია ამ ტვირთით ცხოვრება.
"ამ ვიდეოს ნახვა ჩემთვის იყო სიკვდილი. თუ რომელიმე მათგანი მიცქერის და უმნიშვნელო რამეც კი იცის ჩემი შვილის შესახებ და არ მეუბნება, არ ვიცი, როგორ ცხოვრობს“, – ამბობს ის.