"რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე"
ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის განცხადებით, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და „რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს“.
„ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა, როდესაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. ეს არის რეალობა.
რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ოკუპაციას, იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, რაც შემდგარი ფაქტია.