"ომი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, თუ 2008 წლის ომი თუ არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა" - კვირის პალიტრა

"ომი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, თუ 2008 წლის ომი თუ არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა"

„ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ომი არ მოხდებოდა.

„თარიღებით მანიპულაცია და ჟონგლიორობა არის გამორჩეული ნიშა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, აგენტურა არის გამორჩეული. იგივე ხაზია, რაც 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი, 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო. სპეციალურად გარედან შემოგდებული საკითხებია, რომ საზოგადოება ვერ შეთანხმდეს მთავარ საკითხებზეც კი, გადაიფაროს მთავარი საკითხი. აქ საკითხი როდის დაიწყო ომი კი არ არის, არამედ კითხვა არის იმაში თუ რატომ დაიწყო ომი.

ომი არ იქნებოდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი. ხელისუფლებაში მაშინ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა ნგრევა, არ იქნებოდა მსხვერპლი. 2008 წლის ომი თუ არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა. გააგრძელეთ კითხვა