"ჩემი პერსონაჟი მატყუარა ტიპია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სერიალ "USAშველოების" უჩვეულო მეტსახელის მქონე პოპულარული გმირი რეალურ ცხოვრებაში
სერიალ "USAშველოებს“ უამრავი ადამიანი უყურებს, "იუთუბზე“ თითო სერიას ასიათასობით ნახვა აქვს. უკვე ორი სეზონია გადის და გეგმაში მესამე სეზონიცაა. "ძალიან ბევრი ნახვა აქვს. მგონი, ქართულ სივრცეში ამაზე მეტი ნახვა არცერთ სერიალს არ ჰქონია, უპრეცედენტო შემთხვევაა“, - გვეუბნება მისი ერთ-ერთი პერსონაჟის, გოგიტა ჟღენტის (რომელსაც სერიალში უცენზურო მეტსახელი აქვს - "პრ**ა") როლის შემსრულებელი მსახიობი კახა სამუშია. მისი გმირი მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დადებითი პერსონაჟია, მაყურებელს ძალიან უყვარს.
როგორ აღმოჩნდა სერიალში, რას ამბობს თავის გმირზე და რა არის მისთვის მთავარი როგორც მსახიობისთვის, ამაზე კახა სამუშიას ინტერვიუდან შეიტყობთ.კახა სამუშია:- ამ სერიალის რეჟისორი, ზაზა ნოზაძე ჩვენი მეგობარია, ერთი სამეგობრო წრე გვყავს. ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცით. როლი სწორედ მან შემომთავაზა - მითხრა, რომ ჩემთვის გარკვეული პერსონაჟი ჰქონდა ჩაფიქრებული.
- როდესაც გაეცანით თქვენს პერსონაჟს, მისაღები იყო თქვენთვის მისი თამაში?
- რა თქმა უნდა, მისაღები იყო. მსახიობისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვის ითამაშებს? შეიძლება შაჰ-აბასი ითამაშო, შეიძლება - რომეო. არტისტმა ყველაფერი უნდა შეძლოს, მთავარია, ამის რესურსი და შესაძლებლობა ჰქონდეს. დიდი და პატარა როლი ხომ არ არსებობს. მთავარია, როლი მოირგო და კარგად გამოგივიდეს.
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პერსონაჟი უარყოფითი ტიპია, მაყურებელს ძალიან უყვარს... რატომ?
- კი, ყველას მოსწონს და ქუჩაშიც რაღაცნაირად დადებითად მხვდებიან. არავის აქვს ისეთი რეაქცია, რომ "უიმე, ეს რა ცუდი კაცია“. პირიქით, მხიარულად იღებენ... ჩემი გმირი უფრო საკუთარ პრობლემებში აბნეული ადამიანია, ვიდრე ბოროტი პიროვნება. ცდილობს, გამოსავალი იპოვოს, თავი გადაირჩინოს და არ დაიღუპოს. მართალია, ამას ტყუილებითა და ხალხის "გადაგდებით“ აღწევს, მაგრამ ყველაფერს იუმორით და "ლაითად“ აკეთებს. არ არის მკვლელი, ყაჩაღი ან ბანდიტი. უბრალოდ, აფერისტობასაა ნაჩვევი, ადვილად გამოსდის ხალხთან ნდობაში შესვლა. ძალიან კომუნიკაბელურია.
- ამ პერსონაჟზე საუბრისას ყველა იმას უსვამს ხაზს, რომ ცოტა უცენზურო სახელი აქვს...
- ეს თავად პერსონაჟის სახელი არ არის, მეტსახელია, რომელიც თავისი ქცევიდან გამომდინარე შეარქვეს, ანუ ხუმრობით დაძახებული სახელია. ისე კი, მისი ნამდვილი სახელი და გვარია გოგიტა ჟღენტი. გააგრძელეთ კითხვა