"ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ - ასფალტზე თავი მრავალჯერ დამარტყმევინეს" - რას ჰყვება კურიერი, რომელსაც არასრულწლოვანები სასტიკად გაუსწორდნენ? - კვირის პალიტრა

"ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ - ასფალტზე თავი მრავალჯერ დამარტყმევინეს" - რას ჰყვება კურიერი, რომელსაც არასრულწლოვანები სასტიკად გაუსწორდნენ?

"ას­ფალტზე თავი მრა­ვალ­ჯერ და­მარ­ტყმე­ვი­ნეს, მირ­ტყეს მუშ­ტე­ბი. ფო­ტო­ე­ბი რაც ვნა­ხე, ყვე­ლა ამო­ვი­ცა­ნი" - ამის შე­სა­ხებ სას­ტი­კად ნა­ცემ­მა კუ­რი­ერ­მა "TV პირ­ველს" გა­ნუ­ცხა­და.

და­ვით დვა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას ზურ­გი­დან მი­ე­პარ­ნენ და იმის გამო გა­უს­წორ­დნენ, რომ მან შეკ­ვე­თის ად­გილ­ზე მი­ტა­ნის შემ­დეგ ტე­ლე­ფონ­ზე და­რე­კა.დვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ კუ­რი­ე­რი პო­ლი­ცი­ა­ში რე­კავ­და.

"რო­დე­საც ტე­ლე­ფონ­ზე ვსა­უბ­რობ­დი, მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან - "პო­ლი­ცი­ა­ში დაგ­ვას­მი­ნეო, ჩაგ­ვიშ­ვიო". როცა წა­მო­ვე­დი და­მამ­ცი­რე­ბელ ტონს მო­უ­მა­ტეს. ამო­ი­ღეს ტე­ლე­ფო­ნი და მგო­ნი, გა­და­ღე­ბაც და­ი­წყეს. [გა­ა­ნა­თა ტე­ლე­ფონ­მა]. მივ­ხვდი, რომ საქ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად იყო. დიდი ალ­ბა­თო­ბით, იქ კარ­გს არა­ფერს მა­ლავ­დნენ ან ეძებ­დნენ, და­ნამ­დვი­ლე­ბით არ ვიცი. გააგრძელეთ კითხვა