"კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი?" - რა მიმართვას ავრცელებს ნია იმნაძის ბებია? - კვირის პალიტრა

"კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი?" - რა მიმართვას ავრცელებს ნია იმნაძის ბებია?

გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ბე­ბია, შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვის სა­ჯა­როდ გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

რო­გორც შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ნია იმ­ნა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე.და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რის "სქ­რი­ნებ­საც" აქ­ვეყ­ნებს.

ambebi.ge შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლის მი­მარ­თვას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ."კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, სად და რა სი­ტყვე­ბით წა­ა­ქე­ზა ნია იმ­ნა­ძემ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი გიგა ავა­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის­თვის?

ათი თვე გა­ვი­და. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. ამო­ღე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­ფო­ნე­ბი, შეს­წავ­ლი­ლი იყო მი­მო­წე­რე­ბი, და­კი­თხუ­ლი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

ნია არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში - 16 წლის ბავ­შვის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უმ­ძი­მე­სი და და­უნ­დო­ბე­ლი სა­ჯა­რო კამ­პა­ნია.

ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ ხდე­ბო­და ნიას სა­ხე­ლის სა­ჯა­როდ ტი­რა­ჟი­რე­ბა, ენით აუღ­წე­რე­ლი შე­უ­რა­ცყო­ფა და ცი­ლის­წა­მე­ბა. რო­გორ აცხა­დებ­დნენ მას „მთა­ვარ ფი­გუ­რად“, „წამ­ქე­ზებ­ლად“, ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე დამ­ნა­შა­ვედ - სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, გა­ნა­ჩე­ნამ­დე და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე.

ეკა კუ­პა­ტა­ძის ტკი­ვი­ლი ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის გა­სა­გე­ბი იყო. მან შვი­ლი და­კარ­გა. ჩვენ მთე­ლი გუ­ლით ვწუხ­ვართ გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ძი­მე არა­სო­დეს დაგ­ვიკ­ნი­ნე­ბია. პი­რი­ქით ჩუ­მად ვი­ყა­ვით იქამ­დე სა­დამ­დეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ეკას პირ­და­პი­რი მკვლე­ლო­ბის მუ­ქა­რე­ბი­სა რომ სის­ხლს აი­ღებ­და და ყვე­ლას და­ხოც­და.

მაგ­რამ ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვის სა­ჯა­როდ გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიას, რო­გორც არას­რულ­წლოვ­ნის, რო­გორც ბაშ­ვის, ღირ­სე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია ფეხ­ქვეშ იქნა გა­თე­ლი­ლი.

მის წი­ნა­აღ­მდეგ გაჩ­ნდა ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლი, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ძი­ე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლოს და­ას­წრო.

16 წლის ბავ­შვი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა - საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: "ახლა ერთი წინადადება რომ ვთქვა, ის გახდის ნათელს, რატომ იყო ნია იმნაძე წამქეზებელი... ნია იმნაძისგან გამოსული ინფორმაციაა ეს" - რას ამბობს ეკა კუპატაძე

"24 იანვრის ღამეს თამარ ნავროზაშვილის ძმა მიგზავნის მესიჯს... მე ვერ ვნახე, რადგან "სპამებში" ჩავარდა": რა მისწერა ნია იმნაძის ბიძამ ეკა კუპატაძეს? - გიგა ავალიანის დედა "სქრინს" აქვეყნებს