ვინ არის თბილისის ზღვაზე დამხვრჩვალი 17 წლის ბიჭი?
თბილისის ზღვაში 17 წლის რევან აფანდიევი დაიხრჩო. ინფორმაციას "მარნეულინიუსი" ავრცელებს.
17 წლის რევან აფანდიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაფანახჩის მკვიდრი იყო.თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.