"საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ - 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას"
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შეფასებისას ნატო-ს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საკუთარი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ე.წ. სამინისტრო არალოგიკურს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით“, რომელშიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ.
„კიდევ ერთხელ მივუთითებთ მეზობელი სახელმწიფოს საგარეო უწყებას აშკარა ფაქტების დამახინჯების დაუშვებლობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ამ განცხადებამდე ცოტა ხნის წინ, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ.
„სინამდვილეში, ეს თავიდანვე ცნობილი იყო და სამხრეთ ოსეთი ამას ბოლო 18 წლის განმავლობაში აცხადებდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. გააგრძელეთ კითხვა