ცნობილია, თუ სად შეძლებენ მშობლები სასურველი ზომისა და მოდელის სასკოლო ფორმების შეძენას
იმისათვის, რომ სასკოლო ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები გაიხსნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომის და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
"სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 25 აგვისტო, მეორე ეტაპი 15 ოქტომბერი, მესამე ეტაპი 30 ნოემბერი. პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1-14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. პირველკლასელები 2026-2027 სასწავლო წელს უკვე ახალი ფორმებით შეხვდებიან. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო