"მთის მხარეს ცოცხალი იპოვეს" - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ადიდებულ მდინარეში შესული დედა-შვილი გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"მთის მხარეს ცოცხალი იპოვეს" - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ადიდებულ მდინარეში შესული დედა-შვილი გადაარჩინა

უწყვე­ტი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მაშ­ვე­ლებ­მა კაცი მდი­ნა­რის ფერ­დზე იპო­ვეს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. შემ­თხვე­ვა წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სქურ­ში ცოტა ხნის წინ მოხ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაცი მდი­ნა­რე­ში ქა­ლი­სა და 2 ბავ­შვის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და - მან დედა-შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა თა­ვად დი­ნე­ბამ წა­ი­ღო.

კაცი, რო­მელ­მაც მდი­ნა­რე სქურ­ში დედა და 2 შვი­ლი გა­და­არ­ჩი­ნა, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­აა. "09.08.2026 წლის და­ახ­ლო­ე­ბით 17:02 სა­ათ­ზე, 112-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჯგა­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, კუ­რორტ სქურ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ ოთხი მო­ქა­ლა­ქე გა­ი­ტა­ცა, მათ შო­რის ორი ბავ­შვი. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის მის­ვლი­სას სამი მო­ქა­ლა­ქის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო 45 წლის მა­მა­კა­ცის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნა თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მო­ხერ­ხდა, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და რა დრო­საც იგი ჩქარ­მა დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა. გააგრძელეთ კითხვა