ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებაზე უმაღლესი ქულა რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო - კვირის პალიტრა

ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებაზე უმაღლესი ქულა რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა დას­რულ­და. იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შო­რის, რომ­ლებ­მაც წელს მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი მი­ი­ღეს ერთ-ერთი გიგი შენ­გე­ლი­აა, რო­მე­ლიც 108-ე სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია.

გი­გიმ მა­თე­მა­ტი­კა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქულა რე­პე­ტი­ტორ­თან მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღო. ამ­ბობს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"მა­თე­კა­ტი­კა­ში ავი­ღე 51/51 ქულა, ინ­გლი­სურ­ში ასე­ვე, მაქ­სი­მა­ლუ­რი 70/70, ქარ­თულ­ში კი 60/53 ქულა. მა­თე­კა­ტი­კის სიყ­ვა­რუ­ლი მე-4, მე-5 კლას­ში გა­მო­ვი­ჩი­ნე და ამის შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი მა­სა­ლე­ბით დავ­ხვე­წე ჩემი ცოდ­ნა და მო­ვი­ტა­ნე მე-12 კლა­სამ­დე. ვერ ვი­ტყვი, რომ მე-12 კლა­ში სწავ­ლით თავს ვიკ­ლავ­დი, წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ვა­ხერ­ხე რომ ასე­თი მა­ღა­ლი ქულა მი­მე­ღო. ინ­გლი­სურ­ში მო­ვემ­ზა­დე, მაგ­რამ ახლა ისე­თი დროა თუ არ იცი შე­მო­გეს­წავ­ლე­ბა მა­ინც. ქარ­თულ­შიც ვემ­ზა­დე­ბო­დი, თუმ­ცა როცა იცი რომ ორ სა­გან­ში მა­ღალ ქუ­ლას იღებ საბ­რძო­ლო მო­ტი­ვა­ცია აღარ გაქვს. გააგრძელეთ კითხვა