"როცა თემურმა პირველად მნახა, ჯერ კიდევ ნიკოს ცოლი ვიყავი... მე ვიცნობდი სრულიად სხვანაირ თემურს, რომელსაც მაშინ არც ბიზნესი ჰქონდა, არაფერი საერთოდ" - რას იხსენებს ეკა ნიჟარაძე თემურ უგულავაზე?
სანამ მსხვილი ბიზნესის მფლობელი გახდებოდა, თემურ უგულავა უბრალოდ 27 წლის ენერგიული, შეყვარებული ბიჭი იყო - 90-იანების თბილისისთვის დაუჯერებელი სიურპრიზებით, უზარმაზარი თაიგულებითა და პირველი "მოტოროლას" ტელეფონით...
მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ ვიკა ბუკიასთან გადაცემაშიექსკლუზიურად გაიხსენა თითქმის 30-წლიანი ურთიერთობის ისტორია, რომელიც ტკივილთან ერთად, უამრავ თბილ მოგონებას, დიდ მზრუნველობასა და სიყვარულს ინახავს.
როდესაც თემურმა პირველად სცენაზე ნახა, ის ნიკო გომელაურის ცოლი იყო და ორ შვილს ზრდიდა. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, მის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბიზნესმენი, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ არ იცნობდა საზოგადოება. წყვილს საერთო შვილი შეეძინათ, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილან. უგულავას უკვე ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. ეკას შემდეგ ის კიდევ რამდენიმეჯერ დაოჯახდა, თუმცა, როგორც მსახიობი ინტერვიუში ჰყვება, თემურის გარდაცვალებამდე შეინარჩუნეს მეგობრობა
- მთელი ტრაგიზმი ამ ამბის არის, რომ წავიდა ადამიანი - ჩემი შვილის მამა და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი - მე ეს ყველაფერი გამოვლილი მქონდა... მე და ჩემს უფროს შვილებს 2010-ში, როცა ნიკო გარდაიცვალა იგივე დიაგნოზით, 39 წლის ასაკში.
როცა ეს შენს შვილებს ეხება, ეს არის საშინელება. ჩემი უფროსი შვილებისთვის ეს ორმაგი სიმძიმის იყო, იმიტომ რომ თემური ძალიან უყვარდათ, მან მამობა გაუწია ჩემს უფროს შვილებს და თან რომ იცოდნენ, რამხელა ტკივილი უნდა გამოიაროს უმცროსმა ძმამ, ანუ ნოდარმა. მანამდე ჩემი ბავშვობის მეგობარი დავკარგე სიმსივნით, რომელიც მუსიკაზე გავიცანი, მაშინ 12 წლისები ვიყავით და მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ. როდესაც შენს თვალწინ ქრება და დნება ადამიანი. გააგრძელეთ კითხვა