"კაფეში ყავის საყიდლად შევედი. შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს, მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და..." - რას ამბობს კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე - კვირის პალიტრა

"კაფეში ყავის საყიდლად შევედი. შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს, მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და..." - რას ამბობს კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

"კაფეში ყავის საყიდლად შევედი. შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს, მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და..." - რას ამბობს კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ერთ-ერთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ბლო­გე­რის­თვის ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მა­ში პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავს. ამის შე­სა­ხებ მან მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

კახა კა­ლა­ძის თქმით, ბლო­გერს რამ­დე­ნი­მე დღის წინ შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა.“არ ვიცი, ეს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ბლო­გე­რია თუ ჟურ­ნა­ლის­ტი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. შემ­დეგ ერთ-ერთ კა­ფე­ში ყა­ვის სა­ყიდ­ლად შე­ვე­დი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი ამ ქალ­ბა­ტონს. მი­თხრა, რომ თბი­ლის­ზე სი­უ­ჟეტს ვა­კე­თე­ბო და შე­კი­თხვე­ბი და­მის­ვა. ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. მე ახ­ლაც ვი­ტყვი, რომ ყვე­ლას, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სტუმ­რო­ბის, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია ჩა­მოს­ვლა, მი­უ­ხე­და­ვად მისი წარ­მო­შო­ბი­სა. რუსი იქ­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნე­ლი, იტა­ლი­ე­ლი, ამე­რი­კე­ლი თუ სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ყვე­ლას შე­უძ­ლია ჩა­მოს­ვლა და სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბა. ისი­ნი და­ხარ­ჯა­ვენ ფულს, ეს წა­ად­გე­ბა ჩვენს ეკო­ნო­მი­კას და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა. გააგრძელეთ კითხვა