"ამ ადამიანს პირადად მე ვყავარ ამოჩემებული და რატომღაც ჰგონია, რომ მისი დანაშაული ჩემი ინსპირირებულია" - მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილზე
ამ საკითხზე კომენტარს ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გავაკეთებ - როგორც მეუბნებიან და ინტერვიუებს ვნახულობ, ამ ადამიანს [ალეკო ელისშვილს] პირადად მე ვყავარ ამოჩემებული და რატომღაც ჰგონია, რომ მისი დანაშაული ჩემი ინსპირირებულია, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დასკვნაზე დასმულ კითხვას.
„ეს რამდენად სერიოზულია?! არ ვიცი, რა აქვს მას გონებაში. შევეცდები ამ ადამიანის ქმედების შეფასებისა და სამართლებრივი კვალიფიკაციისგან თავი შევიკავო, რადგან ამ ადამიანს ისედაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი ინტერესი იყო, რომ გაქცეულიყო, დანაშაული ჩაედინა, სასამართლოს შენობა გადაეწვა ან ტერორისტული აქტი ჩაედინა. ამის შეფასებაში მე არ შევალ“, - განაცხადა მდინარაძემ.
"ინტერპრესნიუსი"