რას წერს გია ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე?! - კვირის პალიტრა

რას წერს გია ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე?!

"თუ დააკვირდებით, პრემიერით დაწყებული ყველა სახელისუფლებო სპიკერი, წყალგამყოფს ატარებს არა 2008, არამედ 2022 წელზე, ანუ უკრაინაში ომის დაწყების დროზე", - ამის შესახებ გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ეს არა პოლიტიკური გათვლით, არამედ ქვეცნობიერად ხდება, რადგან ზუსტად ამ დროს აბსოლუტურად ბრიყვული “ანალიზის” და “პროგნოზის” საფუძველზე რუსეთის ბლიც-კრიგის შესახებ, “დაალაგეს” ე.წ. უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც აგრესორის მიმართ სრულ ლოიალობას გულისხმობდა.

ყველა უბედურება ამის შემდეგ იწყება - თვითონ ხომ სტერილურები გახდნენ და ქვეყანაც ტალახში ამოგანგლეს. ახლა უკვე საკუთარი დანაშაულებრივი შეცდომების მძევლები არიან და იძულებული არიან ამ კატასტროფული გზით იარონ", - წერს ხუხაშვილი.