"მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს, კლავს! რით ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს მარიხუანა არ არის?!" - რას წერს ზურაბ სიხარულიძე - კვირის პალიტრა

"მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს, კლავს! რით ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს მარიხუანა არ არის?!" - რას წერს ზურაბ სიხარულიძე

"რით ვერ გა­ი­გეთ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ეს მა­რი­ხუ­ა­ნა არ არის?! ეს არის სინ­თე­ზუ­რი ნა­ერ­თე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ნა­რე­ვი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა ხში­რად სა­ერ­თოდ უც­ნო­ბია", - ამის შე­სა­ხებ ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. რო­გორც სი­ხა­რუ­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, არ­სე­ბუ­ლი "მო­სა­წე­ვი კლავს".

ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე:

"მო­ეშ­ვით ამ სა­ზი­ზღრო­ბე­ბის მო­წე­ვას - კლავს, კლავს!!!

რით ვერ გა­ი­გეთ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ეს მა­რი­ხუ­ა­ნა არ არის?! ეს არის სინ­თე­ზუ­რი ნა­ერ­თე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ნა­რე­ვი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა ხში­რად სა­ერ­თოდ უც­ნო­ბია. კრუნ­ჩხვე­ბიც სწო­რედ ამის­გან შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს! ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია გო­ნე­ბის და­კარ­გვა და უამ­რა­ვი სხვა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა.

ნუ ენ­დო­ბით იმას, რომ "უბ­რა­ლოდ მო­სა­წე­ვია“ ან "მა­რი­ხუ­ა­ნაა“. უც­ნო­ბი შე­მად­გენ­ლო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა რე­ა­ლუ­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხეა. ამ ერთ და­ბო­ლე­ბას ხო არ უნდა გა­და­ა­ყო­ლო შენი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა".