თურქეთში ვიზიტის დროს, როგორ გაიყვანეს დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან? - მედია საიდუმლო ოპერაციის დეტალებზე - კვირის პალიტრა

თურქეთში ვიზიტის დროს, როგორ გაიყვანეს დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან? - მედია საიდუმლო ოპერაციის დეტალებზე

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირა­ნის მხრი­დან წა­მო­სუ­ლი საფრ­თხის ფონ­ზე, გა­სულ თვეს, თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტის დროს დო­ნალდ ტრამ­პი Air Force One-იდან ფა­რუ­ლად, აე­რო­პორ­ტის კე­ი­ტე­რინ­გის (საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის) სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს, რის შემ­დე­გაც მან ქვე­ყა­ნა უკვე სპე­ცი­ა­ლუ­რი, სამ­ხედ­რო რე­ი­სით და­ტო­ვა.

ორ­შა­ბათს გა­ზეთ “Washington Post“ -ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ამ სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ის დროს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და თეთ­რი სახ­ლის პერ­სო­ნალ­საც კი სჯე­რო­დათ, რომ 8 ივ­ლისს, ან­კა­რა­ში გა­მარ­თუ­ლი ნა­ტოს ყო­ველ­წლი­უ­რი სა­მი­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბორტზე. თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ისი­ნი მხო­ლოდ ყუ­რა­დღე­ბის გა­და­სა­ტა­ნად გა­მო­ი­ყე­ნეს, მა­ნამ სა­ნამ ტრამ­პი შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის Air Force C-32A-ით მგზავ­რობ­და.

დე­ტა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ტრამ­პი სა­ჯა­როდ ავი­და Air Force One-ის ბორტზე, რის შემ­დე­გაც იგი უკვე ჩუ­მად გა­და­იყ­ვა­ნეს კე­ი­ტე­რინ­გის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის კონ­ტე­ი­ნერ­ში, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო თვითმფრი­ნა­ვის შე­სას­ვლე­ლის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მდე­ბა­რე კარს მი­უ­ყე­ნეს. ვრცლად