კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ - რა კადრები ვრცელდება მედიაში? - კვირის პალიტრა

კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ - რა კადრები ვრცელდება მედიაში?

ფეხ­ბურ­თის სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­ზე და­ქორ­წინ­და.

რო­ნალ­დუმ "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც მისი და ჯორ­ჯი­ნას ხე­ლე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი ქორ­წი­ნე­ბის ბეჭ­დე­ბით. პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, წყვილ­მა 11 აგ­ვის­ტოს იქორ­წი­ნა ლი­სა­ბო­ნის მახ­ლობ­ლად, ზღვის­პი­რა ქა­ლაქ კაშ­კა­იშ­ში. ცე­რე­მო­ნი­ას მათი ხუ­თი­ვე შვი­ლი და­ეს­წრო.

ამ დრო­ის­თვის მე­დი­ა­ში ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ი­დან მხო­ლოდ ერთი ფოტო არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, პირს მორ­გან­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ვუ­ლო­ცავ ჩემს მე­გობ­რებს, კრიშ­ტი­ა­ნუ­სა და ჯორ­ჯი­ნას, რომ­ლე­ბიც დღეს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში და­ქორ­წინ­დნენ! შე­სა­ნიშ­ნა­ვი წყვი­ლია. ვუ­სურ­ვებ ხან­გრძლივ და ბედ­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბას", - წერს პირს მორ­გა­ნი. გააგრძელეთ კითხვა