"მო­მიკ­ლეს შვი­ლი! ყო­ველ წამს ცდი­ლო­ბენ მისი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას! დღე­ში ათას­ჯერ მკლა­ვენ მე!" - რას წერს ეკა კუპატაძე? - კვირის პალიტრა

"მო­მიკ­ლეს შვი­ლი! ყო­ველ წამს ცდი­ლო­ბენ მისი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას! დღე­ში ათას­ჯერ მკლა­ვენ მე!" - რას წერს ეკა კუპატაძე?

გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე ნია იმ­ნა­ძის ბი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა და მათი მი­მო­წე­რის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"ნია იმ­ნა­ძის ალ­ქა­ჯი დე­დის ძმამ თა­ვად გა­ა­ყალ­ბა მი­მო­წე­რა, ჩა­ა­მა­ტა ერთი მე­სი­ჯი, სა­დაც არც კი ჩანს წუ­ხი­ლი და გვე­და­ვე­ბა, ჩვენ ერთხელ შევ­წუხ­დი­თო და ეკა ამას არ ამ­ბობ­სო.

გიგა მოკ­ლეს 1 ოქ­ტომ­ბერს და ამათ მე­სი­ჯო­ბა­ნა გა­ახ­სენ­დათ, პო­ლი­ცია რომ ჩხრე­კა­ზე შე­ვი­და, იმ ღა­მეს! რო­მე­ლი მე­სი­ჯის (შუა მე­სი­ჯის) გა­ყალ­ბე­ბა­საც მე­და­ვე­ბი­ან არ აწე­რია გა­მოგ­ზავ­ნის დრო და აწე­რია "Edited"."ჩვე­ნი პი­რა­დი მი­მო­წე­რა გა­მი­სა­ჯა­რო­ვა"-ო, რას წერს ეს გიჟი?!რა პი­რა­დი მა­კავ­ში­რებს მე მას­თან?

პირ­ვე­ლი და მე­სა­მე მე­სი­ჯის სქ­რი­ნე­ბი მე დავ­დე. მე­ო­რე მე­სი­ჯი არის ჩა­მა­ტე­ბუ­ლი.თუნ­დაც ახლა არ ჩა­ე­მა­ტე­ბი­ნა და გა­მო­ეგ­ზავ­ნა მა­ნამ­დე, ის ერთი მე­სი­ჯი გა­და­წო­ნის ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლეს? მერე უკ­ვირთ, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი რო­გორ მი­უ­სა­ჯეს ჩვენს არას­რულ­წლოვ­ნებ­სო და ვი­ღაც ნა­ხევ­რად გა­რე­კილ, ცუნ­დრუ­კით გამ­ხდარ ე.წ. ცნო­ბილ სა­ხე­ებს ვი­დე­ო­ებს და პოს­ტებს ადე­ბი­ნე­ბენ ჩვენ­ზე! მო­მიკ­ლეს შვი­ლი! ყო­ველ წამს ცდი­ლო­ბენ მისი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას! დღე­ში ათას­ჯერ მკლა­ვენ მე! და ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ნი­კას თვალ­წინ!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.