"2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება იყო ომში დამარცხებული ხელისუფლების მიერ რუსეთის პირობებზე მიღებული დოკუმენტი - მიუხედავად სამ დღეში კაპიტულაციისაა და ჰალსტუხის სამარცხვინო კადრებისა, ქართველმა ჯარისკაცმა საქართველოს ღირსება არ დათმო" - კვირის პალიტრა

"2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება იყო ომში დამარცხებული ხელისუფლების მიერ რუსეთის პირობებზე მიღებული დოკუმენტი - მიუხედავად სამ დღეში კაპიტულაციისაა და ჰალსტუხის სამარცხვინო კადრებისა, ქართველმა ჯარისკაცმა საქართველოს ღირსება არ დათმო"

2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება თანაბარ პირობებში მყოფ ორ სახელმწიფოს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება არ ყოფილა - ეს იყო ომში დამარცხებული ხელისუფლების მიერ რუსეთის პირობებზე მიღებული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ შეილახა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიან შეთანხმებაზე პაპუაშვილი სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

პაპუაშვილის განცხადებით, დოკუმენტში არ ეწერა, რომ რუსეთი აგრესორი იყო. მისივე თქმით, არ იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო გარანტია.

“არ განისაზღვრა რუსეთის ჯარის გაყვანის კონკრეტული ვადა. არ არსებობდა შეთანხმების შესრულების იძულების ქმედითი მექანიზმი. რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები ბუნდოვანი იყო, საქართველოს ვალდებულება კი - კონკრეტული და ცალსახა.

შედეგიც შესაბამისი დადგა.

რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნა შეინარჩუნა, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა დაიკავა, მოგვიანებით კი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ დაკარგა კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე, ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამკვიდრდა. გააგრძელეთ კითხვა