გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი? - კვირის პალიტრა

გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი?

გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ოთხი პირი.

არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. არიან დაშავებულებიც.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ადგილზე სამაშველო და საპოლიციო ეკიპაჟებია მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"