ადვოკატი გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ადვოკატი გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დე­დის, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს სა­დაც ამ­ბობს, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის მა­მი­და, ნინო და­დი­ა­ნი­ძე, რო­მე­ლიც აქამ­დე წი­ნა­აღ­მდე­გი იყო საქ­მის ირ­გვლივ ად­ვო­კა­ტის­თვის რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა, გა­და­წყვი­ტა რომ გა­მო­ვი­დეს და აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ისა­უბ­როს.

ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა მის ინ­ტე­რეს­შიც უნდა შე­დი­ო­დეს, რად­გან გუ­რა­მი მისი ოჯა­ხის წევ­რია."მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის მა­მი­დის, ნინო და­დი­ა­ნი­ძის მიერ „ტი­კტოკ­ზე“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს, ის არ იყო წი­ნა­აღ­მდე­გი რომ შემ­ხვედ­რო­და მე, რო­გორც გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ად­ვო­კატს. მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა რამ­დე­ნი­მე დღე სთხოვ­და მას რომ შემ­ხვედ­რო­და მე, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მან უარი გა­ნა­ცხა­და ჩემ­თან შეხ­ვედ­რა­ზე. დღეს კი, მას შემ­დეგ, რაც გა­ვი­და საკ­მა­ოდ დიდი დრო, ეს ქალ­ბა­ტო­ნი აცხა­დებს თით­ქოს, მას ნამ­დვი­ლად სურ­და ჩემ­თან შეხ­ვედ­რა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ ქალ­ბა­ტონ­მა დღეს გა­და­წყვი­ტა გა­მოს­ვლა და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ნათ­ლად ხე­დავს რა ნე­გა­ტი­უ­რად აღიქ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ შემ­ხვედ­რო­და მე და არ ეთა­ნამ­შრომ­ლა ჩემ­თან.

ასე­ვე, ნათ­ლად და­ი­ნა­ხა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნახ­ლდა და უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. მე აღ­ნიშ­ნულ ქალ­ბა­ტონს შე­ვახ­სე­ნებ, რომ მე ვი­ცავ მისი ძმის შვი­ლის ინ­ტე­რე­სებს, იმ ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლიც 17 წლის ასაკ­ში უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნარ­და. მე ვი­ცავ მისი ოჯა­ხის ინ­ტე­რესს და მე არ ვი­ცავ მისი მტრის ინ­ტე­რესს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი ინ­ტე­რე­სი უნდა იყოს რომ და­მეხ­მა­როს სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ში. სწო­რედ მას უნდა უხა­რო­დეს, რომ ად­ვო­კა­ტი ჩა­ერ­თო საქ­მე­ში და აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ გა­ირ­კვეს, 17 წლის ბიჭი სად და რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ ნაც­ვლად თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა, ჩვენ მი­ვი­ღეთ აგ­რე­სია და ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა, სო­ფიო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ და­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ას და მისი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბას. მე მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო, რომ სო­ფიო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­ტო, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით, სა­კუ­თა­რი ენერ­გი­ის და სა­კუ­თა­რი ნერ­ვე­ბის ხარ­ჯზე იბ­რძვის, რომ იპო­ვოს თა­ვი­სი შვი­ლი. იბ­რძვის, რომ გა­არ­კვი­ოს რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე. სირ­ცხვი­ლია ამ ადა­მი­ან­თან ბრძო­ლა, სირ­ცხვი­ლია ამ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჭო­რე­ბის აგო­რე­ბა და მისი დის­კრე­დი­ტა­ცია“, – აცხა­დებს ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე.