"აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი საწვავი 3 ათასი ტონაა, რუსეთის მოხმარების 0.001%, სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად - დავალებული აქვთ, აფხაზეთთან ნდობის აღდგენას ხელი შეუშალონ" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი საწვავი 3 ათასი ტონაა, რუსეთის მოხმარების 0.001%, სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად - დავალებული აქვთ, აფხაზეთთან ნდობის აღდგენას ხელი შეუშალონ"

დავალებული აქვთ, თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს - ამ განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიზნესმა აფხაზეთში 3 ათასი ტონა საწვავი შეიტანა და ეს ყველაფერი საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.

”გუშინდელმა დღემ და ჩვენ ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ - აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება.

მოდით, მარტივად გავაანალიზოთ აგენტურის გუშინდელი ისტერია. დღის განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო 3 ათასი ტონა ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა. გააგრძელეთ კითხვა