პუტინმა "დაადგინა", როგორი გენეტიკური კოდი აქვს რუს ხალხს - რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა კურილის კუნძულზე ვიზიტისას - კვირის პალიტრა

პუტინმა "დაადგინა", როგორი გენეტიკური კოდი აქვს რუს ხალხს - რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა კურილის კუნძულზე ვიზიტისას

რუს ხალხს გამარჯვებულის გენეტიკური კოდი აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კურილის კუნძულ იტურუპზე ვიზიტისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი კუნძულ იტურუპზე ვიზიტის ფარგლებში სახალინის ოლქის გუბერნატორ ვალერი ლიმარენკოს შეხვდა.

გუბერნატორმა პუტინს განუცხადა, რომ ყველაზე შორეულ ადგილებში ჩასვლისას „მოსახლეობა ამბობს: “ყველაფერი გამარჯვებისთვის”.

„ასეთია ჩვენი ხალხი. გამარჯვებულის გენეტიკური კოდი აქვთ“, - უპასუხა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"