რას წერს გია ხუხაშვილი აფხაზეთში ქართული მხრიდან ბენზინის შეტანაზე?! - "სინამდვილეში ეს მინიმუმ 100 ბენზინმზიდისგან შემდგარი კოლონაა..."
"საწვავის აფხაზეთისთვის მიწოდება თეორიულად შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო რეინტეგრაციული პროცესის დასაწყებად", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თუმცა, არსებული ხელისუფლების პირობებში ეს დიდი ფარსია და კოლაბორაციის და ბანალური სიხარბის გამოხატულებაა და მეტი არაფერი.
ახლა არითმეტიკაზე - ხელისუფლების მათემატიკოსმა სპიკერებმა “რამდენიმე ცისტერნა” ახსენეს.სინამდვილეში 3000 ტონა ეს მინიმუმ 100 ბენზინმზიდისგან შემდგარი კოლონაა. ნუ, ქოცურ არითმეტიკაში 100-ც რამდენიმეა და 1000-ც…", - წერს ხუხაშვილი.