ამერიკა კუბაზე სამხედრო შეჭრისთვის ემზადება?! - რა თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა - კვირის პალიტრა

ამერიკა კუბაზე სამხედრო შეჭრისთვის ემზადება?! - რა თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა

კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა პანამაში ვიზიტისას განაცხადა.

„ეს ადრეც მითქვამს და ვნახეთ, თუ რა მოხდა სხვა შემთხვევებში. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედრო ვარიანტიც“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, კუბის ხელმძღვანელობამ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დასაცავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნა მხედველობაში უნდა მიიღოს.

„აშშ-ს ვერავინ შეედრება. ის, რისი მიღწევაც უცხოური ძალების გავლენამ ამ ნახევარსფეროში შეძლო, საკმაოდ უმნიშვნელო იყო“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"