სასაზღვრო პუნქტ "დარიალიდან" ევაკუაცია განხორციელდა: რა ხდება დევდორაკზე?! - შსს-ს განცხადება - კვირის პალიტრა

სასაზღვრო პუნქტ "დარიალიდან" ევაკუაცია განხორციელდა: რა ხდება დევდორაკზე?! - შსს-ს განცხადება

"დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება", - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

"პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია", - აღნიშნულია განცხადებაში.