"ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში... სამართალმა პური ჭამა" - განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში დებს დაეჯახა
წლის ოქტომბერში უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებულ დები, ნიაკო და თათული ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში არიან. მათი ამბავი ყველამ გულთან მიიტანა და ყველა ელოდება ულამაზესი გოგონების სრულად გამოჯანმრთელებას.
უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არა ერთი ოპერაცია დასჭირდათ და მთელი საქართველო ლოცულობდა მათთვის. უფლის წყალობით და ქართველი ექიმების დამსახურებით, გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ეს არ იყო ადვილი, გოგონებმა სამი თვე კლინიკაში გაატარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას გოგონების მდგომარეობაზე. ისინი უკვე საქართველოში, სახლში არიან და რეაბილიტაციის პროცესს გადიან.
ავარიაში მონაწილე მძღოლი ამ დრომდე არ იყო დაკავებული. სასამართლო პროცესი, რომელსაც გოგონების დედა განსაკუთრებულად ელოდებოდა, გუშინ გაიმართა.
გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ მიიღო გადაწყვეტილება და 4.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა.
"12 აგვისტო. ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა. უდიდესი მადლობა #ლევან დარბაიძეს მოსამართლემ რომელმაც მართლაც რომ სამართლიანი გადაწყვეტიკება მიიღო. 4 წელი და 6 თვე. პროკურორი,ქალბატონი #შორენა მგალობლიშვილი..ორიოდე სიტყვას ვიტყვი.
როგორც თავისი საქმის მართლაც პროფესიონალი.ასევე ადამიანი ქალი და დედა სამაგალითო და კიდევ და კიდევ გეტყვი ვამაყობ თქვენი გვერდში დგომისთვის და მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის. გააგრძელეთ კითხვა