"ოცნებას“ ახლა ისღა დარჩა, რუსებს უთხრას, დავსჯით ყველას, ვისაც შენ არ უყვარხარო, მაგრამ არც ეს გამოუვათ - არა აქვთ კარგად საქმე არც რუსებს და არც მათ ქართულ ვერსიას" - რას წერს ელენე ხოშტარია? - კვირის პალიტრა

"ოცნებას“ ახლა ისღა დარჩა, რუსებს უთხრას, დავსჯით ყველას, ვისაც შენ არ უყვარხარო, მაგრამ არც ეს გამოუვათ - არა აქვთ კარგად საქმე არც რუსებს და არც მათ ქართულ ვერსიას" - რას წერს ელენე ხოშტარია?

"ოც­ნე­ბას“ ახლა ისღა დარ­ჩა, რუ­სებს უთხრას, დავ­სჯით ყვე­ლას, ვი­საც შენ არ უყ­ვარ­ხა­რო, მაგ­რამ არც ეს გა­მო­უ­ვათ - არა აქვთ კარ­გად საქ­მე არც რუ­სებს და არც მათ ქარ­თულ ვერ­სი­ას, - ამის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი „დრო­ას“ ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია აცხა­დებს, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბაც მის „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ხოშ­ტა­რი­ას აზ­რით, „ოც­ნე­ბას“ პუ­ტინ­თან თა­ვის მარ­თლე­ბა უწევს, რა­ტომ ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა ამ­დე­ნი ხანი ხალ­ხი“.„ოკუ­პა­ცი­ის ხსე­ნე­ბის მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს: ერთი, რაც პირ­და­პირ ზე­და­პირ­ზეა - „ოც­ნე­ბა“ არის რუ­სუ­ლი.

ეს ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბით და ამა­ზე ბევ­რს არ ვი­ლა­პა­რა­კებ.

მე­ო­რე და სა­ინ­ტე­რე­სო არის ის, რომ „ოც­ნე­ბას“ უწევს პუ­ტინ­თან თა­ვის მარ­თლე­ბა, რა­ტომ ამ­დე­ნი ხანი ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა ხალ­ხი. ესეც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია: არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა, ლე­გი­ტი­მა­ცია ვერ მო­ი­პო­ვა; ხალ­ხი ცემა და და­წამ­ლა, პრო­ტეს­ტი ვერ გა­ა­ჩე­რა; ევ­რო­პა მტრად გა­მო­ა­ცხა­და, მა­ინც ფრი­ა­ლებს ევ­რო­პუ­ლი დრო­შა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ეხლა ისღა დარ­ჩა, უთხრას რუ­სებს, დავ­სჯით ყვე­ლას, ვი­საც შენ არ უყ­ვარ­ხა­რო, მაგ­რამ არც ეს გა­მო­უ­ვათ. არა აქვთ კარ­გად საქ­მე არც რუ­სებს და არც მათ ქარ­თულ ვერ­სი­ას. მათი მარ­ცხი გარ­და­უ­ვა­ლია. ასე­თია ის­ტო­რი­უ­ლი ლო­გი­კა და ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ გამ­ძლე­ო­ბა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ეს ორი წარ­მა­ვა­ლი რე­ჟი­მი აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა.

რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, რუ­სე­თი მო­ღა­ლა­ტეა.

ბო­ლომ­დე!“, - წერს ელე­ნე ხოშ­ტა­რია.