ლევან ბერძენიშვილი: ლივ ტაილერს დავახრჩობდი სმაში! - კვირის პალიტრა

ლევან ბერძენიშვილი: ლივ ტაილერს დავახრჩობდი სმაში!

ამონარიდი ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუდან:

-ამბობენ, გველი დონ ჟუანი და ქარაფშუტააო, მისი სისუსტე ლამაზი ქალიაო.

- დონ ჟუანობისა და ქარაფშუტობისა რა გითხრათ, მაგრამ ქალი, მით უფრო, ლამაზი, ძალიან მიყვარს. ასევე მახასიათებს ქათინაურების თქმა. ძალიან კარგი თამადა ვარ ქალების სუფრასთან, რადგან იქაც ვიყენებ ამ ჩემს ხელოვნებას და ვეფერები ქალებს, რომლებიც გულწრფელად მიყვარს. მიმართლებდა, ხშირად ვმუშაობდი ისეთ სამსახურებში, სადაც უმრავლესობა ქალი იყო, ახლა კი ვმუშაობ იქ, სადაც უმრავლესობა გაბრაზებული მამაკაცია.

-მეკვლედ მოულოდნელად რომ გეწვიოთ ულამაზესი ქალი, თქვენსავით გველის წელში დაბადებული ლივ ტაილერი და ბრუკ შილდსი, რა რეაქცია გექნებათ?

- მაგას რა კითხვა უნდა? მივიპატიჟებ ორივეს სუფრასთან და მთელ ღამეს გავატარებინებ ქეიფში, ლივ ტაილერს დავახრჩობ სმაში, თანაც მგონი ეგ ნიჭი მამამისისგან გენეტიკურად უნდა ჰქონდეს. აი, ბრუკ შილდსი, რაც გათხოვდა, მგონი აღარ სვამს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” ორშაბათის ნომერში.