"ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს" - ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილი - კვირის პალიტრა

"ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს" - ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილი

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე სამძიმრის წერილს ავრცელებენ:

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო - მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული.ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო" - წერია სამძიმრის წერილში