ლევან ყიფიანი: ”ფეხბურთი გვქონდა და აღარ გვაქვს... ე.ი. რაღაცაშია საქმე” - კვირის პალიტრა

ლევან ყიფიანი: ”ფეხბურთი გვქონდა და აღარ გვაქვს... ე.ი. რაღაცაშია საქმე”

ამონარიდი ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუდან:

- ხომ არ არის საშიშროება, სპორტული ფედერაციების თავკაცები ისევ პარტიული სიმპათიების მიხედვით დაინიშნონ?

- საბედნიეროდ, თითქმის ყველა ფედერაციაში, სადაც არჩევნები უკვე გაიმართა, პრეზიდენტობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძოდა. მთავარია, პარტიული ნიშნით აღარავინ ინიშნება. სამწუხაროდ, ჩვენი ფედერაციების უმრავლესობას სამართლებრივი ბაზა მოსაწესრიგებელი აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ რაგბის კავშირი ასეთი წარმატებულია, მორაგბეებს ხომ წესდებაც გამართული აქვთ და მენეჯმენტიც. კარგი იქნება, თუ სხვა ფედერაციებიც მიბაძავენ. ფედერაციის თავკაცი კონკრეტული სახეობის თემმა, სამყარომ უნდა აირჩიოს. და თუ მათთან ერთად ჩვენც დავსხდებით და ვიმსჯელებთ, ეს ჩარევად და ზეწოლად აღარავინ უნდა აღიქვას.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” ორშაბათის ნომერში.