დატბორილი ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - რა ხდებოდა თბილისში წუხელ? - კვირის პალიტრა

დატბორილი ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - რა ხდებოდა თბილისში წუხელ?

თბი­ლის­ში უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, მათ შო­რის, გმირ­თა მო­ე­დან­ზე, სა­დაც ძლი­ე­რი წვი­მის ფონ­ზე გზა­ზე წყა­ლი მო­ე­დი­ნე­ბო­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი თბი­ლი­სის და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქუ­ჩე­ბის დატ­ბორ­ვის შე­სა­ხებ წე­რენ, მათ შო­რის წყნეთ­ში.

დე­და­ქა­ლაქ­ში მო­სუ­ლი უხვი და ინ­ტენ­სი­უ­რი ნა­ლე­ქის შე­დე­გად შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე თბი­ლი­სის მე­რია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მე­რი­ის თა­ნახ­მად, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად, და­იტ­ბო­რა ქუ­ჩე­ბი, სარ­და­ფე­ბი, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი - "რუს­თა­ვე­ლი" და "ვაჟა-ფშა­ვე­ლა".მე­რია აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ლე­ქი იყო თა­მა­რაშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე."სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, ჩი­ქო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე და­ზი­ან­და გაზ­სა­დე­ნი მილი, რის გა­მოც მოხ­და მიმ­დე­ბა­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია. ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ქსე­ლის აღ­დგე­ნა. გააგრძელეთ კითხვა