"შემოვიდა ექოსკოპისტი, ამბობდა თუ რამხელა და რა ცუდი კვანძი იყო... იმ ქალის ხმა ჩამესმოდა ყურში" - რას ჰყვება Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი ონკოპაციენტების რთულ გზასა და დაბრკოლებებზე? - კვირის პალიტრა

"შემოვიდა ექოსკოპისტი, ამბობდა თუ რამხელა და რა ცუდი კვანძი იყო... იმ ქალის ხმა ჩამესმოდა ყურში" - რას ჰყვება Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი ონკოპაციენტების რთულ გზასა და დაბრკოლებებზე?

ონ­კო­ლო­გი­ურ დი­აგ­ნოზ­თან შე­ჯა­ხე­ბა პა­ცი­ენტს არა მხო­ლოდ და­ა­ვა­დე­ბას­თან, არა­მედ ბი­უ­როკ­რა­ტი­ას­თან, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­ღალ ფა­სებ­თან და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ხარ­ვე­ზებ­თან პი­რის­პირ ტო­ვებს.

სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მა­შინ, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში დროს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა Ambebi.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ნა­თია დო­ლი­ძე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ სა­უბ­რობს. ძუ­ძუს კარ­ცი­ნო­მის დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან მკურ­ნა­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე ეტა­პამ­დე ის არა­ერ­თი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. ნა­თი­ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რაც და­ი­წყო და ამ გზით ცდი­ლობს, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვი­ან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვე­ბი გა­უ­ზი­ა­როს.

რა ბა­რი­ე­რებს აწყდე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა თუ მკურ­ნა­ლო­ბის ეტაპ­ზე, რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და რა როლი აქვს რუ­ტი­ნულ სკრი­ნინგს - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ნა­თია დო­ლი­ძე სა­უბ­რობს:- თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი ან ტკი­ვი­ლი არ მქო­ნია. არც ამ ეტაპ­ზე მაქვს. უბ­რა­ლოდ, ერთ დღეს მკერ­დში სი­მაგ­რე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. შვე­ბუ­ლე­ბა მე­წყე­ბო­და და უცხო­ეთ­ში მივ­დი­ო­დი, ეს სწო­რედ გამ­გზავ­რე­ბამ­დე 2 დღით ადრე მოხ­და. რად­გან ორ კვი­რა­ში სი­მაგ­რემ არ გა­ი­ა­რა, დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ოჯა­ხის ექიმს და­ვუ­კავ­შირ­დი, შემ­დეგ კი ექოს­კო­პის­ტთან მი­ვე­დი. ექოს­კო­პი­ურ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში არ იყო. ჩემი ვი­დე­ო­ე­ბი თუ გი­ნა­ხავთ, იქაც ვყვე­ბი: ჩემ­თან შე­მო­ვი­და ექოს­კო­პის­ტი, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან არას­წო­რად მო­იქ­ცა. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­ი­ტი­რა პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად მი­ვი­და იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა სჭირ­და. ატე­ხა ვა­ი­უშ­ვე­ლე­ბე­ლი, თუ რამ­ხე­ლა და რა ცუდი კვან­ძი იყო.

ამ დროს ექოს­კო­პისტს ეს სა­ერ­თოდ არ ევა­ლე­ბა და უფ­ლე­ბაც კი არ აქვს, პა­ცი­ენტს დი­აგ­ნოზ­ზე ელა­პა­რა­კოს, მით უფრო ვა­ე­ბის შო­რის­დე­ბუ­ლე­ბით. პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა, უთხრას, რომ მა­მო­ლოგ­თან მი­ვი­დეს ან ბი­ოფ­სია ჩა­ი­ტა­როს, მაგ­რამ მეტი არა­ფე­რი ევა­ლე­ბა. გააგრძელეთ კითხვა