გაგარინის რაკეტის ამწყობ ქარხანასაც დაარტყეს, როგორღა გაუშვებს რუსეთი კოსმოსში თანამგზავრებს?
14-15 აგვისტოს ღამეს უკრაინა ახალ რეკორდზე გავიდა და რუსეთ 600 -ზე მეტი კამიკაძე-დრონით შეუტია-ყოველ შემთხვევაში,თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „იფიცება“,რომ 598 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და რამდენი ხელიდან გაუსხლტათ?
გასულ ღამეს უკრაინამ საჰაერო დარტყმები განახორციელა რუსეთის ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგის ნავთობობიექტზე და „სლავასლეიკის“ სამხედრო აეროდრომზე,სადაც „კინჟალების“ გამშვები „მიგები“ ბაზირებენ.
თუმცა,ყველაზე რეზონანსული გამოვიდა ორი რეაქტიული „ფლამინგოთი“ განხორციელებული წერტილოვანი დარტყმები უკრაინის საზღვრიდან 900 კმ-ით დაშორებულ ქალაქ სამარაში მდებარე სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრ „პროგრესზე“,რადგან სწორედ ამ ქარხანაზეა დამოკიდებული რუსეთის მთელი კოსმოსური იმედები...
სწორედ ამ ქარხანაში დამზადებულმა „ვოსტოკის“ ტიპის რაკეტა-მატარებელმა 1961 წლის 12 აპრილს გაიყვანა კოსმოსში პირველი ადამიანი-იური გაგარინი და მას შემდეგაც აქვე მზადდებოდა და მზადდება ჯერ საბჭოთა კავშირის,შემდეგ კი რუსეთის ძირითადი რაკეტა-მატარებლები და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები,მათ შორის სამხედრო დანიშნულებისა.
შესაბამისად,თუკი ორი უკრაინული „ფლამინგოს“ ზუსტი მოხვედრის შემდეგ(არადა თითოეულ „ფლამინგოს“ ტონაზე მეტი მასის საბრძოლო ქობინი გადააქვს) სამარის „პროგრესის“ ქარხნის საამწყობო საამქრომ სერიოზული დაზიანება მიიღო(რაც ხვალვე გამოჩნდება კომერციული თანამგზავრების მიერ გადაღებულ კოსმოსურ ფოტოებში),მაშინ რუსეთის კოსმოსური გეგმები ფაქტობრივად ჩაფლავდება,რადგან დროებით ვეღარ დაამზადებენ „სოიუზის“ ტიპის რაკეტა-მატარებლებსა და სადაზვერვო თანამგზავრებს.
ეს შეტევა შემთხვევითი არ ყოფილა,რადგამ ბოლო თვეებში რუსეთმა დაჩქარებული ტემპით დაიწყო „რასვეტის“ ტიპის თანამგზავრების გაყვანა დედამიწის ორბიტაზე,რომლებმაც იგივე ფუნქცია უნდა შეასრულონ ,რასაც ილონ მასკის „სტარლინკები“ აკეთებენ.
შესაბამისად,ფრონტის ხაზზე უკრაინის მხარე დიდი პრობლემები შეექმნება,თუკი რუსეთმა შესძლო „სტარლინკის“ მსგავსი სამამულო სისტემის ამოქმედება დიდი მოცულობის ციფრული ინფორმაციის სწრაფად გადასაცემად-უკრაინელ სამხედროებს ეს უკვე აქვთ თავის თავზე მწარედ გამოცდილი,როდესაც რუს ოკუპანტებს ხელი მიუწვდებოდათ ილონ მასკის „სტარლინკებზე“,სანამ უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ფედოროვის პირადი თხოვნით ილონ მასკმა უკრაინის თავზე „სტარლინკის“ სისტემა არ გადატვირთა და რუსულ მხარეს არ გამოურთო სხვის სახელზე შეძენილი მისი ტერმინალები.
ისე,რუსული კოსმოსური პროგრამის შეფერხებამ ილონ მასკი დიდად არ უნდა დაანაღვლიანოს,რადგან რუსეთი მისი კოსმოსური ამბიციების ერთგვარი კონკურენტია,რომლის ჩამოშორება უკრაინელების ხელით ხდება...