"საქართველოს ნამდვილი სწრაფი განვითარება და წინსვლა უკავშირდება ქალაქ ლაზიკას და ლაზიკის პორტის მშენებლობას - ივანიშვილი ამ იდეას ვერ მოკლავს და ის მთელი ძალით განხორციელდება დიქტატურის გაგდების შემდეგ"
მე ვჩქარობდი ანაკლიაში პორტის გაკეთებას, ვინაიდან 2014-2015 წლებში იგეგმებოდა ამერიკული ჯარის ტვირთების გატანა ავღანეთიდან და ლაზიკა იდეალურად შეესაბამებოდა ამერიკელების მოთხოვნებს - ივანიშვილმა ეგრევე მოხურა ლაზიკა და ამერიკული ტვირთი წავიდა რუსეთის მარშრუტით, რამაც რუსეთს დიდი შემოსავალი მოუტანა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პორტის გახსნა 2013 წელს იგეგმებოდა და მასთან ერთად იგეგმებოდა ლაზიკას გაშენება, სადაც 25 წელიწადში მოსახლეობა ნახევარ მილიონს მიაღწევდა.
„ჩვენ ანაკლიაში მხოლოდ ღრმაწყლოვან პორტს არ ვაშენებდით. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაშენებდით ახალ დიდი ქალაქს, ლაზიკას, რომელიც მოიცავდა ანაკლიის, ყულევის ტერიტორიას და მივიდოდა ფოთამდე.
2013 წლის ბოლოს იგეგმებოდა პორტის გახსნა. ჩემი გათვლებით, 25 წელიწადში იქ იცხოვრებდა ნახევარი მილიონი მცხოვრები, რომელთა შემოსავლის წყარო იქნებოდა პორტი, ლოჯისტიკა, ტურიზმი, ტექნოლოგიები.
დღეისთვის, რომ არ შეეჩერებინა, ლაზიკაში იქნებოდა იმაზე მეტი მცხოვრები, ვიდრე ბათუმში. ეს ხალხი ძირითადად გადმოსახლდებოდა სამეგრელოს დანარჩენი რაიონებიდან და ასევე იქვე დავაბრუნებდით მაღალხელფასიანი სამუშაოთი ემიგრანტებს. ჩემი ღრმა რწმენით, მეგრელებს არ შეიძლება არ ჰქონდეთ, ერთი დიდი ქალაქი. გააგრძელეთ კითხვა