"მამა არასდროს მინახავს“ - გია ფერაძის ვაჟი ცხოვრების უცნობ დეტალებზე, მამაზე, კარიერასა და "მის მსოფლიოსთან" ქორწინებაზე - კვირის პალიტრა

"მამა არასდროს მინახავს“ - გია ფერაძის ვაჟი ცხოვრების უცნობ დეტალებზე, მამაზე, კარიერასა და "მის მსოფლიოსთან" ქორწინებაზე

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, გია ფე­რა­ძის ვაჟი, გი­ორ­გი ფე­რა­ძე რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ქსე­ნია ბე­ზუ­გლო­ვას­თან სიყ­ვა­რულ­ზე, ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­თან რთულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და იმ პე­რი­ოდ­ზე სა­უბ­რობს, როცა პრო­ფე­სი­ის და­ტო­ვე­ბა­ზეც კი ფიქ­რობ­და.

ის დღეს რუ­სე­თის თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია. 1985 წელს კრას­ნო­ი­არ­სკში და­ბა­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი გია ფე­რა­ძის შვი­ლია და მა­მის კვალს გაჰ­ყვა - თე­ატ­რში თა­მა­შობს, კი­ნო­სა და სე­რი­ა­ლებ­ში იღე­ბენ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი შო­უ­მე­ნად, წამ­ყვა­ნად და პო­ე­ტა­დაც მუ­შა­ობს. 2018 წლი­დან ის ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ თე­ატ­რში "მას­ტერსკა­ია 12“-ში მოღ­ვა­წე­ობს.2024 წელს ქსე­ნია ბე­ზუ­გლო­ვას ხელი სთხო­ვა. ბე­ზუ­გლო­ვა, რო­მე­ლიც 2008 წლის მძი­მე ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა, "მის მსოფ­ლი­ოს“ ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია და სამი შვი­ლის დე­დაა. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა 2025 წელს ქორ­წი­ლით დას­რულ­და.

"მამა არას­დროს მი­ნა­ხავს“

გი­ორ­გი ფე­რა­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე დე­ტა­ლი ის არის, რომ ის ცნო­ბი­ლი მა­მის გა­რე­შე გა­ი­ზარ­და. გია ფე­რა­ძე 1995 წელს, 47 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად გი­ორ­გი კი მა­მას სა­ერ­თოდ არ შეხ­ვედ­რია - მისი ნახ­ვა მხო­ლოდ ფო­ტო­ებ­სა და ფილ­მებ­ში შე­ეძ­ლო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსა­ხი­ო­ბო­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში თით­ქოს თა­ვი­დან­ვე იყო ჩა­წე­რი­ლი. ბავ­შვო­ბი­დან თე­ატ­რა­ლურ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კრას­ნო­ი­არ­სკის სა­ხელ­მწი­ფო მუ­სი­კი­სა და თე­ატ­რის აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა და 2005-2015 წლებ­ში სა­მა­რის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. გააგრძელეთ კითხვა