უნგრეთში, ავტომაგისტრალზე ღამით პოლონური ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა - კვირის პალიტრა

უნგრეთში, ავტომაგისტრალზე ღამით პოლონური ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

უნგრეთში, ავტომაგისტრალზე ღამით პოლონური ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დღეს დილით, აღმოსავლეთ უნგრეთში, ქალაქ მეზოკერეშტეს ახლოს, ავტობუსი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა. პოლიციის ცნობით, ავარიის დროს ავტობუსი ქალაქ ნირეგიჰაზას მიმართულებით მიდიოდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI-ის ცნობით, ავტობუსში 57 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.

ავარიას პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი გამოეხმაურა.

"ღრმა მწუხარებით მივიღე უნგრეთში პოლონური ავტობუსის ავარიის ტრაგიკული ამბავი, რომლის დროსაც ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ“, - დაწერა მან X-ზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით უნგრეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"