წითელი ბარათები და დაძაბული თამაში: პსჟ-მ სუპერთასის მატჩში წააგო - როგორ შეფასდა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში - კვირის პალიტრა

წითელი ბარათები და დაძაბული თამაში: პსჟ-მ სუპერთასის მატჩში წააგო - როგორ შეფასდა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში

საფ­რან­გე­თის სუ­პერ­თას­ზე პსჟ გას­ვლა­ზე "ლანსთან“ 0:1 და­მარ­ცხდა.

პსჟ თა­ვი­დან­ვე და­ე­უფლნენ უპი­რა­ტე­სო­ბას, კვა­რა­ცხე­ლი­ამ სამ­ჯერ და­არ­ტყა - ორ­ჯერ მე­კა­რე რი­სერ­მა მო­ი­გე­რია, ერთხელ მი­ზანს აა­ცი­ლა. "ლან­სმა" კი პირ­ვე­ლი­ვე მო­მენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა - სა­ფო­ნო­ვის კარი ტო­ვენ­მა და­ლაშ­ქრა. 39-ე წუთ­ზე აკ­ლი­უშ­თან უხე­შო­ბის­თვის მსაჯ­მა მცვე­ლი ან­ტო­ნიო გა­ა­ძე­ვა და "ლან­სი“ რი­ცხობ­რივ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში დარ­ჩა. ბო­ლოს დუემ ბურ­თი ხა­რი­ხას გა­არ­ტყა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი დას­რულ­და.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ "პარი სენ ჟერ­მე­ნი“ შე­ტე­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ვერ ახერ­ხებ­და და მე-60 წუთ­ზე მწვრთნელ­მა ლუის ენ­რი­კემ სამ­მა­გი ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - მო­ე­დან­ზე ბე­რალ­დოს, აკ­ლი­უ­შის და დი­ნის ნაც­ვლად ფა­ბი­ან რუ­ი­სი, დემ­ბე­ლე და მენ­დე­ში შე­უშ­ვა, ხოლო 70-ე წუთ­ზე ხვი­ჩა მე­ი­ლი­უ­თი შეც­ვა­ლა. დარ­ჩე­ნილ დრო­ში ფა­ბი­ა­ნის გა­ტა­ნი­ლი გოლი თა­მა­შ­გა­რეს გამო არ ჩა­ით­ვა­ლა, დემ­ბე­ლემ სამი მეტ­რი­დან ვერ გა­დაგ­ზავ­ნა ბურ­თი კარ­ში. 87-ე წუთ­ზე მენ­დეშ­მა სკუ­რასს იდაყ­ვი ჩა­არ­ტყა, მსაჯ­მა წი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა და პა­რი­ზულ­მა გუნ­დმა მარ­ცხი გა­ნი­ცა­და. (sportall.ge)

flashscore-ის მი­ხედ­ვით, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­ში ამ მატჩში 6,9 ქუ­ლით შე­ფას­და.