ნაღმი მერიასთან ანუ რა მოხდა დღეს ქუთაისში? - კვირის პალიტრა

ნაღმი მერიასთან ანუ რა მოხდა დღეს ქუთაისში?

ქუთაისში დღეს მომხდარი ამბავი ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს ჰგავს, ოღონდ ბედნიერი ან უბედური კი არა, უღიმღამო დასასრულით. მაშ ასე, ოპერაცია "ქუთაისი 2012: ნაღმი მერიასთან".

ჯერ იყო და ქალაქში გიორგი უდესიანის ზონდერჯგუფების გამოჩენაზე ალაპარაკდნენ. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველებმა საიზოლაციო ლენტებით შეკრული გაურკვეველი დანიშნულების ყუთი აღმოაჩინეს და სენაკიდან გამმნაღმველთა ჯგუფი გამოიძახეს. ქალაქში პანიკა ატყდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკითხში გარკვევა მოინდომა. რამდენიმე წუთში მერიის მიმდებარე ტერიტორია ხალხით გაივსო. ცნობილი ჰოლივუდური ხერხია: თუ სადმე ნაღმს აღმოაჩენენ, შეშფოთებული ხალხი სწორედ იმ ადგილს უნდა მიაწყდეს, ცხვირი ისეთ საქმეში უნდა ჩაყოს, რაშიც არაფერი გაეგება და თავის თავსაც და გამოძახებულ მაშველებსაც სასიკვდილო საფრთხე შეუქმნას და ხელი შეუშალოს. შექმნილი მდგომარეობის გამო პოლიციამ გზა გადაკეტა, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილებისთვის. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამნაღმველები უშუალოდ იმერეთის გუბერნატორის, ვახტანგ ბალავაძის ავტომანქანასთან მუშაობდნენ. თუმცა, ეს ფაქტი არც შსს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა და არც თავად იმერეთის გუბერნატორმა. როგორც ამ უკანასკნელმა განაცხადა, სამართალდამცავებმა საეჭვო ყუთი უბრალოდ მისი ავტომობილის შორიახლოს იპოვეს...

რამდენიმე საათში მერიასთან განაღმვითი სამუშაოები დასრულდა. სენაკიდან ჩამოსულმა გამნაღმველებმა დაუდგენელი ნივთი ააფეთქეს, ხოლო ნამსხვრევები და ნარჩენები ექსპერტიზაზე წაიღეს... კულუარებში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაღმი გიორგი უდესიანის ზონდერბრიგადების მიერ იყო დადებული. ინფორმაციის დასაზუსტებლად, ქუთაისში მცხოვრებ, ომონის ყოფილ შეფს რამაზ იაშვილს დავუკავშირდით.

- ბატონო რამაზ, რა ინფორმაცია გაქვთ ქუთაისის მერიასთან აღმოჩენილ ნაღმთან დაკავშირებით?

- სენაკიდან ჩამოსული გამნაღმველები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, როგორც იქნა, ბომბი გააუვნებელყვეს... ხალხი ძალიან იყო შეშინებული, შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისში პანიკაა.

- მოსახლეობა ამ ფაქტთან დაკავშირებით რას ფიქრობს?

- ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ხალხში განზრახ თესავს პანიკას.

- რას გულისხმობთ?

- ნაღმების აფეთქებით და არეულობების მოწყობით `ნაციონალებს~ ხალხისთვის იმის ჩვენება უნდათ, რომ ახალი ხელისუფლება ციხიდან კრიმინალებს უშვებს და ქვეყანაში ქაოსის დათესვას უწყობს ხელს.

- თქვენ ისიც გეცოდინებათ, კონკრეტულად ვინ დგას ამ საქმის უკან.

- ვიცი, მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს არ არის არგუმენტირებული ინფორმაცია, ამიტომ მის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ.

- ეს პიროვნება გიორგი უდესიანი ხომ არ არის?

- დიახ, ასე ამბობენ...

- ის რომ დღეს საქართველოში არ იმყოფება?

- მერე რა? არ ვიცი, მეტს ვერაფერს გეტყვით.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

quTaisSi dRes momxdari ambavi holivudis mZafrsiuJetiani filmis scenars hgavs, oRond bednieri an ubeduri ki ara, uRimRamo dasasruliT. maS ase, operacia “quTaisi 2012: naRmi meriasTan”.