“ფაშინიანის და სომხეთის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვთ, არ მიკვირს - პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ - ნიკა გვარამია
ფაშინიანზე ჩემს მიერ ნათქვამი რომ აფხაზეთის პარალელად გამოაცხადა პროპაგანდამ, როცა იმავე ინტერვიუში ვამბობ, რომ ფაშინიანის და სომხეთის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვს, ნამდვილად არ მიკვირს - პროპაგანდის საქმე ტყუილებია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ქოცებო“, აბა ომი გინდათ?!
ტელეკომპანია „იმედი“ დილიდან თავის მაყურებელს ეუბნება, რომ ჩემს მიერ „ფორმულას“ ეთერში ნათქვამი აფხაზეთის ომის გარეშე დაბრუნების ხედვა არის აფხაზეთის რუსეთისთვის ჩაბარება.
ანუ რა გამოდის, თუ აფხაზეთის დაბრუნება გინდა, ესე იგი, ომიც გინდა და თუ ომი არ გინდა, ესე იგი, აფხაზეთის დაბრუნებაც არ გინდა.
„ქოცებო“, ჩამოყალიბდით: ომი გინდათ? თუ აფხაზეთის დაბრუნება არ გინდათ?
ქართველ ერს არც ომი უნდა და თან აფხაზეთის დაბრუნებაც უნდა. და პოლიტიკოსის ამოცანაა, ეს ორი რამ გააერთიანოს და ისე იპოვოს გამოსავალი. მე ამ საკითხშიც და სხვა ფუნდამენტურ საკითხებშიც პოლიტიკოსის ფუნქცია სწორედ ეს მგონია: თან ამოცანა დასახოს, თან ხალხის აზრი გაითვალისწინოს და ბოლოს ასე გადაჭრას პრობლემა. პოლიტიკოსის ხელოვნება ამაშია.
კვლავ ვიმეორებ, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობას მე ასე ვხედავ: