წლის სიტყვა : აპოკალიფსი?! - კვირის პალიტრა

წლის სიტყვა : აპოკალიფსი?!

 

GLM-ის ვერსიით, მიმდინარე წლის მსოფლიოში პოპულარული სიტყვა ბეჭდურ მედიაში, ონლაინ-რესურსებსა და სოციალურ მედიაში გახდა აპოკალიფსი და მისი სინონიმები - "სამყაროს დასასრული’’ და "არმაგედონი’’ . ორგანიზაციის აზრით, ბუნებრივია, ამ სიტყვების პოპულარიზაციას ხელი შეუწყო მაიას ტომის წინასაწარმეტყველებამ 2012 წლის 21 დეკემბერს სამყაროს მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ.

იმავე კვლევის შედეგად, 2012 წლის ყველაზე ხმარებადი ფრაზაა Gangnam Style - ცნობილი სამხრეთკორეელი რეპერის PSY-ის საქვეყნოდ ცნობილი ჰიტის სახელწოდება, რომლის კლიპიც რეკორდსმენია ნახვების მხრივაც YouTube-ზე.

Gangnam Style-ს მოსდევს ფრაზები გლობალური დათბობა და ფისკალური კრიზისი.

წლის ყველაზე პოპულარული სახელები კი კონექტიკუტის შტატის ქალაქი ნიუთაუნია, სადაც რამდენიმე ხნის წინ თავდამსხმელმა სკოლაში სროლის შედეგად 20 ბავშვი და 7 მასწავლებელი მოკლა.

ნიუთაუნთან ერთად პოპულარულ სახელად დასახელდა მალალა იუსუფზაი - პაკისტანელი ბლოგერი გოგონა, რომელიც თალიბების სისასტიკეზე დღიურების წერის გამო მძიმედ დაჭრეს.

პ.ს. კითხვა ჩვენს მკითხველს: თქვენ რას მიიჩნევთ წლის სიტყვად, ფრაზად და სახელად?

 

მარი ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)