"ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს
"ბიბლუსის" გლდანი მოლის ფილიალში სხვადასხვა ავტორის წიგნების მიმართ, ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა" - ამის შესახებ ინფორმაცია წიგნების მაღაზიათა ქსელის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ბიბლუსისთვის სრულიად მიუღებელია ჩვენს მაღაზიაში წიგნების დაზიანება და ვანდალიზმის ნებისმიერი ფორმა.
აღნიშნული საქციელი არის უპატივცემულობა, როგორც წიგნის ავტორისა და მისი შემოქმედების, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ, ბიბლუსის მიმართ.ამ ეტაპზე ვარკვევთ მომხდარის გარემოებებს და ვამოწმებთ შესაბამის ინფორმაციას. დაზიანებული წიგნები, რა თქმა უნდა, ამოღებულია გაყიდვიდან" - წერია "ბიბლუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.