“აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ამის შემდეგ კი ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას!“ - ლევან მაჭავარიანი - კვირის პალიტრა

“აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ამის შემდეგ კი ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას!“ - ლევან მაჭავარიანი

აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიშის შემდეგ კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის სოციალურ ქსელში აღნიშნავს, „აგენტურული ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები უამრავ ტყუილსა და აღქმას ავრცელებდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით“.

„როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტყვების კონკრეტულ ნაბიჯებად თარგმნა. აგენტურული ოპოზიციისგან, მათთან აფილირებული მდიდარი NGO-ებისგან და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტებისგან ხშირად გვინახავს თავდასხმა საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, რასაც, თავისთავად, კიდევ უფრო გაუზრდია პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ამ აქტორების მხრიდან ძალიან ბევრჯერ ჰქონია ადგილი გარე მითითებით ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივის გავრცელებას და ისეთი აღქმების შექმნის მცდელობას, თითქოს თეთრი შავია, რაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიუღია, რის გამოც დამუნათების, ზიზღის, ბულინგისა და შეურაცხყოფის კარგად ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლი მყისიერად გამხდარა. ამის თვალსაჩინო მაგალითია გამჭვირვალობის ქართული კანონი.

განაგრძეთ კითხვა