“თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარო" - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა
"ვიცი, რომ გურიკას გვერდია და თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარო", - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა TV პირველთან განაცხადა და ასე გამოეხმაურა "ფეისბუქში" მისი შვილის გვერდზე, ოსურ დიალექტზე გამოქვეყნებულ პოსტს.
"ვიცი, რომ გურიკას გვერდია და თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარო. გურიკა კახა გელაშვილს რატომ მისწერდა, როცა დედა ჰყავს მას და მამა ჰყავს, დედას მისწერდა, მამას მისწერდა, გელაშვილ კახას რატომ მისწერდა?!
ვიღაცა აკეთებს, ვიღაცა მაგრად თამაშობს - არ ვიცი, თუ ამ საქმეს სათამაშოდ ხდის, ეს ხალხის მასხრად აგდება გამოდის. თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილას და ეგ მესიჯი წაიკითხოთ, რას იფიქრებთ?