"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი
ფეისბუქში, 12 წლის წინ დაკარგული დადიანიძის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი ოსურ დიალექტზე Арцыд растаг, რაც ქართულად ნიშნავს - "დრო მოვიდა".
ჯერჯერობით აღნიშნულ თემაზე საგამოძიებო სამსახურს განცხადება არ გაუკეთებია. რაც შეეხება გურიკას დედას, სოფო ბიბილაშვილს ქალი ამბობს: "ვიცი, რომ გურიკას გვერდია და თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარო..."გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე tv-პირველ-თან ამბობს, რომ უკვე იცის რომელი ქვეყნიდან დაპოსტეს დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე.
"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში" - უთხრა კაკაბაძემ TV პირველს.