"პოლიტიკური თამაშები" ქართულად: როგორ აფასებენ ექსპერტები ექსპრემიერის განცხადებებს - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური თამაშები" ქართულად: როგორ აფასებენ ექსპერტები ექსპრემიერის განცხადებებს

2 დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა და წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც ექ­სპრე­მი­ე­რის თქმით, მას გა­უგ­ზავ­ნეს.

"ეს წე­რი­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით. მე ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე და გა­ვა­კე­თე, რომ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­და­მედ­გა, სამ­წუ­ხა­როდ, სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს, რომ წინ არ აღ­ვუდ­გე ამ ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ბო­რო­ტე­ბას! ამ და­უნ­დო­ბელ სი­სას­ტი­კეს, ჩაგ­ვრას/უსა­მარ­თლო­ბას, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის ბინ­ძურ გეგ­მას! ხვალ გა­ვავ­რცე­ლებ ვრცელ წე­რილს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვე­ტყვი ჩემს სი­მარ­თლეს! დღე­ი­დან, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას!"

werili-58913-1787128599.jpg

მე­ო­რე დღეს ექ­სპრე­მი­ერ­მა სა­პა­ტიმ­რო­დან და­პი­რე­ბუ­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლა და­ა­ა­ნონ­სა."ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ივ­ლის­ში მი­ვი­ღე ჩემს მიერ გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­მიგ­ზავ­ნა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ. იმა­ვე დღეს მე მას გა­ვა­გე­ბი­ნე ჩემი პო­ზი­ცია, კი­დევ ერთხელ და­ვუ­ფიქ­სი­რე, რომ არ ვა­პი­რებ­დი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას და აღ­ნიშ­ნუ­ლი “რის­კის” გა­და­ზღვე­ვის მიზ­ნით შევ­თა­ვა­ზე ჩემი ხედ­ვა. მაგ­რამ მათ სა­პა­სუ­ხოდ შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ მა­ინც რჩე­ბო­და 1%-იანი რის­კი იმი­სა, რომ მე პო­ლი­ტი­კა­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი და ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის კო­რუფ­ცი­უ­ლი ბრა­ლის წარ­დგე­ნა და ჩემ მიერ მისი აღი­ა­რე­ბა. ეს იყო წი­თე­ლი ხაზი, რა­მაც გა­და­მად­გმე­ვი­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ნა­ბი­ჯი. შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღარ მაქვს, იძუ­ლე­ბულს მხდი­ან, და­ვი­წყო ბრძო­ლა...,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში.

irakli-garibashvili-56385-1787128617.jpeg

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის პრეს­სამ­სა­ხურ­ში "სრულ აბ­სურ­დს“ უწო­დე­ბენ. "სრუ­ლი აბ­სურ­დი, რაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი­დან­ვე გა­მო­ი­რი­ცხა", - ცი­ტი­რებს "რუს­თა­ვი 2“ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის პრეს­სამ­სა­ხუ­რის კო­მენ­ტარს.

"ღა­რი­ბაშ­ვილს ახლა უნდა, რომ უარ­ყოს ის, რაც უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლი აქვს. მას და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი აქვს და ახლა იმ ქო­ნე­ბას ედა­ვე­ბი­ან, რაც მან ამა­სო­ბა­ში და­აგ­რო­ვა. მისი ცი­ხე­ში ჩას­მა ხომ არ არის თვით­მი­ზა­ნი, ედა­ვე­ბი­ან იმი­ტომ, რომ რა ქო­ნე­ბაც და­აგ­რო­ვა, ის და­აბ­რუ­ნე­ბი­ნონ“, - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი Ambebi.ge-სთან და ექ­სპრე­მი­ე­რის წე­რილს ეხ­მი­ა­ნე­ბა:

განაგრძეთ კითხვა