“ის რომ ღარიბაშვილი ფულის გათეთრებას აღიარებს და კორუფციაში მონაწილეობას არ აღიარებს, ეს ძალიან სასაცილოა“ - გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

“ის რომ ღარიბაშვილი ფულის გათეთრებას აღიარებს და კორუფციაში მონაწილეობას არ აღიარებს, ეს ძალიან სასაცილოა“ - გია ხუხაშვილი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, 18 აგვისტოს საღამოს ციხეში მყოფი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეორე წერილი გავრცელდა. როგორც მოსალოდნელი იყო, იგი წინაზე ვრცელი და ბევრად კონკრეტული იყო.

ექს-პრემიერი კი შეეცადა საზოგადოებისთვის გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა, მაგრამ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ იგი არც პირველ და არც მეორე წერილში არც გულწრფელი არ იყო და ბოლომდე სიმართლე არც უთქვამს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეორე წერილს?

- ღარიბაშვილს უკვე აღიარებული ჰქონდა დანაშაული, დიდი ბოდიში, მაგრამ უდანაშაულო ადამიანი ციხეში თავისი ფეხით არ მიდის. როცა მან, ყოველგვარი მართლმსაჯულების პროცედურების გარეშე გადაწყვიტა ციხეში შესულიყო, გვაჩვენა რომ ის ირიბად აღიარებდა დანაშაულს.

ის რომ ღარიბაშვილი ფულის გათეთრებას აღიარებს და კორუფციაში მონაწილეობას არ აღიარებს, ეს ძალიან სასაცილოა. ფულის გათეთრება არანაკლები სიმძიმის დანაშაულია ვიდრე კორუფცია. მითუმეტეს რომ კორუფციის გარეშე პრემიერს თავისი ხელფასით დაგროვილი ფული ვერანაირად ვერ ექნებოდა სახლის სეიფში.

ის რომ ღარიბაშვილი ფულის გათეთრებას აღიარებს და კორუფციაში მონაწილეობას არ აღიარებს, ეს ძალიან სასაცილოა. ფულის გათეთრება არანაკლები სიმძიმის დანაშაულია ვიდრე კორუფცია. მითუმეტეს რომ კორუფციის გარეშე პრემიერს თავისი ხელფასით დაგროვილი ფული ვერანაირად ვერ ექნებოდა სახლის სეიფშიაქედან გამომდინარე ღარიბაშვილის უცნაური გამოხტომა, როცა რაღაცა დაანონსა, ინტრიგა გააჩინა, იყო მისი სასოწარკვეთილი მცდელობა ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა მიეწვდინა, იმას გულლი მოლბებოდა თუ მისთვის მაშველი რგოლი გადმოეგდო.

ფაქტია, რომ ღარიბაშვილი განცხადება შანტაჟნარევი განცხადება იყო, რასაც, სავარაუდოდ, ივანიშვილის დუმილი მოჰყვა. მომხდარი ივანიშვილმა მისი მხრიდან გარკვეულ ბლეფადაც კი შეაფასა. მას არც ბლეფი არ გამოუვიდა და აბსოლუტურად უცნაური, უკბილო განცხადება გააკეთა.

ფაქტია, რომ ღარიბაშვილი განცხადება შანტაჟნარევი განცხადება იყო, რასაც, სავარაუდოდ, ივანიშვილის დუმილი მოჰყვა. მომხდარი ივანიშვილმა მისი მხრიდან გარკვეულ ბლეფადაც კი შეაფასა. მას არც ბლეფი არ გამოუვიდა და აბსოლუტურად უცნაური, უკბილო განცხადება გააკეთამე მეტის მოლოდინის არც მქონდა. მე ვამბობდი, ერთ-ერთ ეთერში ვთქვი კიდევაც, ვერ ვხდები რას ელითმეთქი.

- სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველ გუნდში მიმდინარე ის პროცესები, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს?

- მმართველობითი სისტემები იგება ორ პრინციპზე - არის მსოფმხედველობითი პრინციპი, როდესაც ადამიანები ერთიანი იდეის გარშემო ერთიანდებიან და იმ იდეას ახორციელებენ. ეს მათ შორის გულისხმობს პოლიტიკურ პარტნიორობას.

არის მმართველობითი სისტემა წმინდა მაფიოზური, როდესაც ყველაფერი პირად ერთგულებაზეა აგებული. ივანიშვილმა მართველობის მაფიოზური სისტემა შექმნა, როცა პირადი ერთგულებაა განმსაზღვრელი სისტემაში სტრუქტურული გადანაწილების განსახორციელებლად.

განაგრძეთ კითხვა